вторник, 31 марта 2015 г.

ყველა ასაკი მომავლის უფლებით

ია საბანაძე ჯერ მხოლოდ 42 წლისაა.პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია, თანაც საკმაოდ კარგი. რამდენიმე წლის წინ იძულებული გახდა, სკოლიდან წამოსულიყო.მიზეზი მოულოდნელად დაქვეითებული სმენა იყო, ავადმყოფობამ გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა აღარ მისცა, თუმცა სახლში დაწყებითი კლასის რამდენიმე მოსწავლეს მაინც ამეცადინებდა. ასე ივსებდა ფინანსურ საჭიროებას და სკოლის მონატრებას. პროგრესირებადმა დაავადებამ ეს გზაც მოუჭრა. სმენის მთლიანად დაქვეითებამ მზიას რეპეტიტორობაზეც უარი ათქმევინა. ასე დარჩა უმუშევარი, პატარა ბავშვით  „სათადარიგო პროფესიის“ გარეშე.
ია საბანაძე: „ავადმყოფობამ ჩემი ოცნების პროფესიაზე მათქმევინა უარი. არავითარი სხვა საქმე მე არ ვიცი, განსაკუთრებულად ვერც ვქსოვ და ვერც ვკერავ, რომ ამით რაიმე შემოსავალი მქონდეს. ალბათ, დამლაგებლად მომიწევს მუშაობის დაწყება, რა თქმა უნდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ კარგია სხვა პროფესია რომ მქონდეს... ამ ბოლო დროს ვფიქრობდი, ნეტავ ჟესტების ენა რომ მასწავლა, სპეციალიზირებულ სკოლებში პედაგოგის ადგილს თუ ვიშოვი?  მასწავლებლობა, ბავშვეთან ურთიერთობა, ალბათ, ყოველთვის გამყვება ეს ნოსტალგია.“
იამ არ იცის, რომ უწყვეტი განათლების უფლება აქვს და ამ უფლებით არც ჟესტების ენის სწავლა ეკრძალება. მას არც ტერმინი- ზრდასრულთა განათლება გაუგია. 
„ზრდასრულა განათლება ეს არის კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი არაფორმარული განათლების მოდელი, რომელიც აერთიანებს ზრდასრული ადამიანის პიროვნული და სოციალური განვითარების საკითხებს. პიროვნება შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონეც, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ საკუთარ პროფესიაში სათანადოდ ვერ
რეალიზდება და უჩნდება სურვილი შეისწავლოს რაღაც ახალი, უფრო პრაქტიკული და რეალურად საჭირო საქმე. როგორც წესი, ეს ხდება ზრდასრულ ასაკში, ფორმალური განათლების ასაკიდან (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი) და სპექტრიდან გამოსვლის შემდეგ და ამიტომაც ჰქვია ასე - ზრდასრულთა განათლება. ევროპაში მას ახალგაზრდებიც საკმაოდ ხშირად მიმართავენ. სკოლადამთავრებულთა დიდი ნაწილი იქ იმთავითვე პროფესიული განათლების გზას ირჩევს, შეისწავლის მისთვის საინტერესო სპეციალობას და შემდეგ ამ ხელობით იმკვიდრებს კიდეც ადგილს ცხოვრებაში
ზრდასრულთა განათლების პრობლემა საქართველოში სახელმწიფო დონეზე ნაკლებად  განიხილება. სახელმწიფო ჯერ ზოგადი განათლების სრულყოფაზეა ორიენტირებული. ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში უამრავი მზიას მსგავსი ადამიანი ელოდება „საკუთარ მეორე შანსს “. მათ სუბიექტური ან ობიექტური მიზეზების გამო, უარი თქვეს საყვარელ პროფესიებზე და სრულიად უმწეონი აღმოჩდნენ საზოგადოების ტრანსფორმაციის პროცესში. ვავედ, ეს პრობლემა ორმოცი წლიდან საპენსიო ასაკს მიტანებულ მოსახლეობას აწუხებს. გარდამავალ ეტაპზე ზოგის დიპლომი არაკონკურენტული აღმოჩნდა ევროპულ სერტიფიკატებთან და დიპლომებთან, ზოგმაც ცხოვრების „ფხა“ ვერ გამოიჩინა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვერ აღმოჩნდა. ზოგს არც არასოდეს ჰქონია რამე პროფესია და ა. შ. მათ ყველას ახალი პროფესია - სათადარიგო საქმე სჭირდებათ.

„მომავალი განათლებაშია“

ასეთი  ლოზუნგი უჭირავს ხელში ამ ფოტოზე ამერიკის 45 წლის მოქალაქეებს. ფოტო ინტერნეტში ზრდასრულთა განათლების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ვიპოვე.სხვადასხვა საიტებიდან გარკვეული ინფორმაცია ვთარგმნე. გავოცდი, ამერიკის და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობას აქვს მაქსიმალური ინფორმაცია ზრდასრულთა განათლების შესახებ. მათ იციან თავიანთი უფლებები და საკმაოდ მკაცრად მოითხოვენ მთავრობებისგან ამ უფლებების დაცვას. საინტერესოა ისიც, რომ ბევრი ქვეყნის მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ჩადებულია საკმაოდ სოლიდური თანხები ზრდასრულთა განათლებისათვის. ფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები, ტრენინგები. სპეციალური სკოლებიც კი არსებობს, რომლებსაც დაფინანსება ზოგჯერ უმცირდებათ, რასაც მოსახლეობა მკაცრად აპროტესტებს. მათ კარგად ესმით, რომ „მომავალი განათლებაშია“ და ეს მომავალი მათ ნებისმიერ ასაკში ეკუთვნით.

საქართველოში კი ინფორმირებულობის დონეც ძალიან დაბალია და ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვერც განათლებასა და მომავალს უკავშირებს ერთმანეთს. მოსახლეობამ ის მწირი ინფორმაციაც არ იცის, რაც  ზრდასრულთა განათლების საკანონმდებლო გარანტიებს უკავშირდება.
მეტი კონკრეტიკისთვის, ფეისბუკზე ჩემს მეგობრებს დავუსვი შეკითხვა: „რა არის ზრდასრულთა განათლება და თუ გაგიგიათ ეს ტერმინი?“
პასუხები ასეთი  იყო:
ირმა (42 წლის): „შინაარსის მიხედვით ვვარაუდობ, რაც არის. ტერმინი გამიგია, სადღაც ინტერნეტში მოვკარი თვალი“
მაკა (35 წლის): „ვიცი, გამიგია. თუმცა ზუსტ განმარტებას ვერ გეტყვით. პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.“
ანნა (24 წლის): „ვფიქრობ, ეს არის ეტაპი, როცა მიღებული ცოდნის საფუძველზე ახდენ დამოუკიდებლად მოვლენების გაანალიზებას, აღქმას და ანალიზს. რამდენად ამას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია“ 
ციცი(28 წლის): „არაფერი არ მომდის თავში. მაგრამ ადამიანის, პიროვნების ჩამოყალიბებასთან არის კავშირში, ასე მგონია.“
ფიქრია(39 წლის): „მე მარტივდ გავიფიქრე, თუ ეს ჩემს ასაკში შეიძლება მოირგო, რატომაც არა.“
ცირა(50წლი):„ჩვენს ქვეყანაში არ არის გავრცელებული, რამდენადაც ვიცი.“
გიორგი (39 წლის): „როდესაც ზრდასრული ადამიანი, მაგალითად, 35 წლის სწავლობს.“
ირინე (43წლის):„ზრდასრულთა განათლების სისტემა ძალიან გავრცელებული ცნებაა და გულისხმობს ტრენინგების, და სემინარების სახით განათლეების, ახალი უნარ-ჩვევების შეძენას პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით, adult learning principles ანუ მოზრდილთა განათლების პრინციპები განსხვავებულია მოზარდთა განათლების პრინციპებისაგან და ეს მთელი სისტემაა...“

რამდენიმე
ადამიანის პასუხი, რა თქმა უნდა,
სრულ სურათს არ
იძლევა მაგრამ ინფორმატიულობის დონეს მაინც განსაზღვრავს. 
როცა ადამიანებს ინფორმაცია არა აქვთ, რა მნიშვნელობა აქვს, კანონმდებლობას და სპეციალურ სტრატეგიებს? მითუფრო, როცა მთავრობა ოფიციალურ ვალდებულებას მათ განხორციელებაზე არ იღებს.


„ოქროს გამოცდილება“

საქართველოში ზრდასრულთა განათლება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული არარის. ევროპული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კაპიტალის ჩადება, წარმატებული პრაქტიკაა. გასულ საუკუნის 80-იან წლებში ირლანდია ევროპის უღარიბესი, უმუშევარი ადამიანების ქვეყანა იყო. ის სასწრაფოდ საჭიროებდა სერიოზულ, ძირეულ რეფორმებს.რეფორმები კი ადამიანური რესურსის გარეშე წარმოუდგენელია. ახალი კადრების აღსაზრდელად  მინიმუმ 5-6 წელი იყო საჭირო. ირლანდიის მთავრობამ ზრდასრულთა განათლება და კადრების გადამზადება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა და სერიოზული ფინანსური რესურსი მიმართა ამ მხრივ. უფრო მეტიც, ირლანდიის ზრდასრულთა განათლების სამინისტროც კი შეიქმნა, რომელმაც სპეციალური სტრატეგიაც შეიმუშავა. უმოკლეს დროში ირლანდიიის მოსახლეობის უმეტესობა ჩაერთო ზრდასრულთა „საყოველთაო ეროვნული განათლების“ პროცესში: შეიქმნა უამრავი კურსები, ადამიანებმა საკუთარ პროფესიაში აიმაღლეს კვალიფიკაცია, ნაწილმა ახალი პროფესია, ხელობა შეისწავლა.ძალიან მალე ქვეყანამ უმუშევრობა და სიღარიბე დასძლია,სამინისტრომ კი თავისი ფუნქცია შეასრულა და დაიხურა. ირლანდიის მაგალითს „ოქროს გამოცდილებასაც“ უწოდებენ.


„ზრდასრულთა განათლებას“ ევროპის

ქვეყნებში გასული საუკუნის დასაწყისიდან

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ხოლო, აზიის  ქვეყნებში არანაკლებ

კარგად ესმით მისი  მნიშვნელობა.




ჩვენი კანონმდებლობა გვიცავს ჩვენ?!

საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება. იმავე მუხლში წერია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება კანონის დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიიული განათლება. თუმცა, წმინდა საკანონმდებლო კუთხით პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი ერთადერთი საკანონმდებლო აქტია ქართულ სინამდვილეში, რომელიც ზრდასრულთა განათლების საკითხებს, ნაწილობრივ ათავსებს სამართლებრივ
ჩარჩოში. კანონის მე-­5 მუხლის თანახმად, პროფესიული განათლების ერთ-­
ერთი მიზანია ერთიანი პროფესიულ-­საგანმანათლებლო სივრცის შექმნა
მთელი სიცოცხლის მანძილზე პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლის
მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მართალია,არსებობს, პროფესიული განათლების, სრულწლოვანთა არაფორმარულ განათლებაზე, ფოკუსირებული სტრატეგიაც. თუმცა საკმარისი არც ესაა. იგივე სტრატეგიის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვითმმართველობების მიერ სხვადასხვა ტრენინგ-კურსების ორგანიზებას. ეს გასაგებიცაა, რადგან ეკონომიურად ყველაზე უფრო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს და ყველაზე მეტადაც მათ სჭირდებათ ახალი უნარების, პროფესიუ
ლი ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკაში გამოყენება.
მართალია, სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე პროექტი(კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ინგლისური ენის კურსები, პროფესიული სასწავლებლები და სხვა) განხორციელდა, მაგრამ ეს ძალიან მწირია საჭიროებასთან შედარებით. სახელმწოფოს, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ზოგადი განათლების და საპენსიო ასაკს შორის, არის საკმაოდ მოზრდილი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალი  პროფესიის ათვისება, პროფესიული გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება. პროფესიული განათლება მათთვის სიღარიბისგან თავის დაღწევის ალტერნატიული საშუალებაა.



პასუხისმგებლობა სხვაზე

იქ სადაც, სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას, საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორი იღებს მას.ნებისმიერ დასაქმების საიტზე არის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული  კურსების დიდი არჩევანი. მათი ნაწილი სტაჟირებასაც გულისხმობს, ნაწილი- დასაქმების პერსპექტივებს გვპირდება.
შენ, მთავარია, არჩევანი გააკეთო. „მეორადი პროფესიების“ ყველაზე მოთხოვნადი ხუთეული მეტ-ნაკლებად ცვალებადია. ადრე ყველაზე მოთხოვნადი საბუღალტრო კურსები იყო, დღეს პიარი-კომუნიკაცია, hr-მენეჯმენტი და ორგანიზაციის მართვაა ყველაზე პოპულარული.ამ ბოლო დროს, მოდური პროფესიების ჩამონათვალს,IT ინჟინერიაც დაემატა. კურსების უმეტესობა აფსოლუტურად ხელმისაწვდომია ფასის მიხედვით, მაგრამ მათი სერთიფიკატი პერსონის დასაქმების გარანტი მაინც არ არის. ცნობილი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული „ყველგანმავალი სერთიფიკატები“ კი საფასურის გამო, ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია.
არაფორმალური განათლების პროვაიდერები საოფისე პროფესიების მრავალფეროვან არჩევანს გვპირდებიან. რა თქმა უნდა, თუ ვინმემ ვერ შესძლო ოცნების ასრულება და უნივერსიტეტში შესაბამისი პროფესიის დაუფლება, უფლება აქვს შემოთავაზებული კურსებით აიხდინოს სურვილი. თუ ვინმეს, 60 წლის ასაკში ფოტოს გადაღების ტექნიკა აინტერესებს, ისიც თავისუფალი და შეუზღუდავია საკუთარ არჩევანში. 
მაგრამ სეგმენტი, რომლისთვისაც ახალი პროფესია, ახალი ხელობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევ „თამაშგარე“ რჩება. მათ არა აქვთ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება. ისინი, ძირითადად, რეგიონებში, ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრობენ. ამიტომ, მათ სჭირდებათ ხელობა- საქმე, რომლითაც საკუთარ ოჯახებში გარკვეული ფინანსური შემოსავლის მიღებას შესძლებენ.



„ოქროს მაგალითი“...ქართული

ჩემთვის ეს სამაგალითო მაგალითია. მის გამეორებასაც პრაქტიკაში აუცილებლად ვაპირებ. ქუთაისში, ჩემმა ჭკვიანმა მეზობლებმა შვილებს უმაღლეს განათლებასთან ერთად ხელობაც მისცეს. მათი ორივე შვილი (ქალ-ვაჟი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, პარალელურად კი ოქრომჭედლობას და ტიხრული მინანქრის ტექნიკას ეუფლებოდნენ. რატომ? მშობლების პასუხი მრავალმხრივი და მრავალმხრივ საინტერესო იყო:„ვიდრე სწავლობენ, საკუთარ თავს მიეხმარებიან. რომ დაამთავრებენ, რა იცი რა ხდება, ხელობა ექნებათ. მესამე, ჩვენ სულ ხომ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში კი სახელმწიფოს იმედზე შვილის დატოვებას საკუთარი ხელების იმედზე დატოვება, სჯობია.“

понедельник, 23 марта 2015 г.

„ჭრელწინდებიანი“ ბიჭის ამბავი

მას შავგვრემანი, სევდიანი სახე ჰქონდა და ორივენი ექიმის კაბინეტის წინ ვიდექით.

ორთავეს  ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს ნეონატოლოგიური განყოფილება და ჩვენი

3-4 დღის შვილები   გვაერთიანებდა.

იქ ყველამ ვიცოდით, ვინმეს მოწყენის მიზეზი მხოლოდ ბავშვი შეიძლება, ყოფილიყო. ამ

ყველაფერს აგვისტოს ომიც დაემატა: გარეთ კაცები(არამარტო) იბრძოდნენ

სამშობლოსთვის, აქ კი ჩვენ, ქალები(მარტო) -სიცოცხლისათვის...


მაშინ, ცხოვრების ნაკლები გამოცდილების  და მეტი სითამამის გამო, შემეძლო ცხვირი

იქ ჩამეყო, არაფერი რომ არ მესაქმებოდა.


- რა მოხდა, ბავშვი ხომ კარგადა?-ვკითხე.


- კი, კი. ბავშვი კარგად, ალბათ, გაგვიშვებენ მალე.


გამიკვირდა, ისე სწარაფად გამომყვა საუბარში, მივხვდი, თავადაც ერთი სული ჰქონდა,

გამომლაპარაკებოდა.


- ისეთი სახე გაქვს... აბა, რა ხდება?


- ექიმი მეუბნება, რომ ბავშვი... რომ ბავშვი დაუნის სინდრომითაა.


ბევრი არაფერი ვიცოდი მაშინ

ამ სინდრომზე, თუმცა, ჩვენ

საზოგადოებაში სალანძავ

ეპითეთად ხშირად

გამოყებენული ეს სიტყვა ნამდვილად გამეგონა.

გავაცნობიერე, რომ ბავშვს, უხეშად რომ ვთქვათ, გარკვეული შესაძლებლობების შეზღუდვა

დაუდგინდა.და სრულიად ანგარიშგაუწევლად გავეცი ავანსად საიმედო სიტყვები.

- ნუ ნერვიულობ. ექიმს ეშლება რაღაც. როგორ დაუდგინეს?

- ექიმი მეუბნება, ცხვირის ფორმის მიხედვითო. 
დაუნის სინდრომით დაბადებულ


ბავშვებს
განსხვავებული ცხვირი აქვთო.

- კარგი რა, ცხვირით
როგორ უნდა მიხვდეს,

აშკარად ეშლება.(სრული დილეტანტის იმედი)


- არ ვიცი, იმედია,
ეშლება.არადა, მართალი რომ აღმოჩნდეს(ატირდა),

როგორ უნდა იცხოვროს? როგორ უნდა ვიცხოვროთ?
მე 38 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 42. პირველი

შვილია...არც ერთი ვიზიტი ექიმთან, არცერთი
ექოსკოპია არ გამიცდენია..სადმე ხომ უნდა

გამოჩენილიყო, რომელიმე ვადაზე.
როგორ უნდა ვიცხოვროთ?


მაშინ მეც მასავით განვიცადე. ვაღიარებ, ექიმს მსგავსი რამ ჩემთვის რომ ეთქვა,

ალბათ, მეც მასავით დავიბნეოდი და ვიკითხავდი:

როგორ უნდა ვიცხოვროთ?

მაშინ მე არ ვიცოდი, რომ „სიყვარული ქრომოსომებს არ ითვლის“ და არც ის ვიცოდი,

რომ „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. ვიცოდი, საზოგდოების ერთი ნაწილის

სისატიკე, რის გამოც შენი შვილის ერთით მეტი ქრომოსომა შენთვის სამუდამო ტრაგედიად რჩება.

ვიღაც უსაქმური კი, ჭორაობს იმ „ერთ ზედმეტზე“ და  ტკივილს გიათკეცებს.

მართალია, მეგობრები არ ითვლიან, მაგრამ არამეგობრულები და არატოლერანტულები

გაფაციცებით ითვლიან, არა მხოლოდ ქრომოსომებს, და ამით სიცოცხლეს გიმწარებენ ან ცდილობენ გაგიმწარონ...


ჩვენი ნაცნობობა აქ დასრულდა.
იმ „ ჭრელწინდებიანი“ პატარა ბიჭის ამბავიც აღარ ვიცი.

* * *

მერე მე გავიზარდე.


გავიგე, რომ ეს სინდრომი პირდაპირ კავშირშია დედის

ხანდაზმულობასთან და მისი დადგენა ნაყოფის

მუცლადყოფნის დროსაც შესაძლებელია, ჩანასახის კისრის

ნაოჭის სისქისა და სპეციალური ტესტების  მიხედვით.

 

რომ დაუნის სინდრომი დაავადება არ არის და მისი მორჩენა

შეუძლებელია,თუმცა მუდმივი მონიტორინგი ასეთ ბავშვებს

მაინც სჭირდებათ  ჯანმრთელობის პრობლემები რომ არ

განუვითარდეთ. სამაგიეროდ, არსებობს, დაუნის სინდრომით

დაბადებული  უამრავი ადამიანი,
მათ, სწორი და თანმიმდევრული მიდგომების მეშვეობით,

სოციუმში შესანიშნავად მოახერხეს ინტეგრაცია და

პროფესიულ წარმატებებსაც მიაღწიეს.გახდნენ

წარმატებული პიანისტები, კულინარები, 
ძალოსნები,  მსახიობები; 



ანდა, რა საჭიროა, გქონდეს აუცილებლად 46 ქრომოსომა, როცა ასე მშვენიერი ხარ?!












ან ასეთი გალანტური?!



















* * *

ახლა რომ ისევ იმ კართან ვიდგეთ, ვეტყოდი, რომ მას ღმერთმა აჩუქა მსოფლიოში

ყველაზე განსაკუთრებული პატარა,რომელიც  „სიკეთის რასას“ მიეკუთვნება. ის, 47-ე

ქრომოსომა მას კი არ ეზედმეტება, ჩვენ დაგვაკლო ღმერთმა სამოთხის ბაღიდან გამოძევებისას...


და კიდევ, ყველაფერი, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, მას რომ ჰგონია!








пятница, 20 марта 2015 г.





ბედნიერება „ჟამიანობის“ დროს  


„ქალთა დღეები  რომ იყო, მამამ თაიგული მომიტანა და შენ რატომ არ გქონდა 

ყვავილები?- ეს შეკითხვა მეზობლის ხუთი წლის გოგონამ დამისვა.  მისი დილა წითელი

აბაზანის ხალათით და მძიმე მაკიაჟით იწყება, რომლის ლოგიკური დაბოლოება ასევე

წითელი  ფრჩხილის  ლაქია.

და ვხედავ, როგორ იზრდება(ზრდიან) მასში ყოველდღიურად ქალი.




იმ პრობლემებს და სულიერ მდგომარეობასაც  ვხედავ, რაც მას მომავალში შეიძლება

ელოდებოდეს: მაგალითად თუ ლამაზი თაიგული არავინ აჩუქა ან ძვირფასი სუნამოს 

ყიდვა თავად ვერ მოახერხა. თუ ზარდახშა ლამაზი სამკაულებით(თუნდაც

იაფფასიანით), ხოლო კარადა- ლამაზი ფესხაცმელებით არ იქნება სავსე...


მე მართლაც არ მქონდა ყვავილები. . ჩემთვის ბედნიერების საზომი ყვავილები  

არ არის. მაგრამ ჩემზე, ასაკით თითქმის შვიდჯერ პატარა გოგომ ერთ რამეზე მაინც

ჩამაფიქარა.  რაა ის, რასაც შეუძლია "ჩაანაცვლოს" ძვირფასი საჩუქრები: 

ყვავილები,სუნამოები, შოკოლადები, ძვირფასეულობა, ბრენდირებული ტანსაცმელი და 

რომანტიული საღამოები. ჩაანაცვლოს, თანაც ისე, რომ „სულიერი სიმაძღრის“ და

ბედნიერების განცდა დატოვოს? 

                         

ბედნიერების სამეფო

გუშინ ბედნიერების
საერთაშორისო დღე ყოფილა. 
ინფორმაციისათვის

ცოტა „წავივიკიპედიე“ და „წავიგუგლე“.  თურმე  „ბედნიერების დღე“ 2013 წელს გაერომ

დაარსა და მას შემდეგ ოფიციალურად აღინიშნება. ამ დღის დაწესების ინიციატივით

გაეროს ბჰუტანის სამეფომ მიმართა, რადგან სწორედ ბჰუტანის სამეფოს

მაცხოვრებლები მიიჩნევიან მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანებად. სავარაუდოდ,

ამ „მიჩნევამდე“ გაეროს ეგიდით სიციოლოგიური გამოკითხვა ან მსგავსი კვლევა

ჩატარდა „მსოფლიო ბედნიერებაზე“, სადაც პირველ ადგგილზე ბჰუტანელები გავიდნენ.

მოკლედ, გაეროს წევრმა 193 ქვეყნის წარმომადგენელმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი

„ბედნიერების დღის“ აღნიშვნას და.... „იქმნა ნათელი “ - 2013 წლიდან საშინელი

სისხლისმღვრელი ომებით, სტრესით, დაძაბულობით და უდროობით სავსე მსოფლიო

ბედნიერების დღეს აღნიშნავს. რა თქმა უნდა, როგორც უკეთესი მომავლის და

მომავალი  ბედნიერების იმედს.


რაც შეეხება ბჰუტანს. ის  ტიბეტისა და ჩრდილოეთ ინდოეთის შუაში მდებარეობს და

სამყაროსგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვეტილ ადგილად ითვლება. იგი 1970 წელს

გაწევრიანდა გაეროში. ბჰუტანის სამეფოში 1999 წლამდე ინტერნეტი და  ტელევიზია

აკრძალული იყო. მხოლოდ ბოლო ათწლეულში დაჰბერა დემოკრატიის და 

ტექნოლოგიურმა სიომ.
სამეფო ცნობილია მრავალფეროვანი და პირველყოფილი

ბუნებით და საინტერესო ტურისტული ბიზნესით. ტურისტებთან დაკავშირებით იქ

დღემდე გარკვეული შეზღუდვებია, თვითეულმა ტურისტმა სამეფოში შესვლის

საფასურად წინასწარ უნდა გადაიხადოს 200$ და დაჯავშნოს სასტუმრო აუცილებლად

სამ პერსონაზე...

ფაქტია, ამ სამეფოს მაცხოვრებლებს ბედნიერების ბევრი საბაბი არა აქვთ, 

სამაგიეროდ აქვთ ბედნიერეის გაასმაგებული განცდა.ბჰუტანური ბედნიერების

რეალური მოტივი ჩემთვის ამოუცნობი დარჩა. 


ასეთია ყველაზე ბედნიერი ადამიანების  სამეფო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აღნიშნა, „ადამიანებს მთელ მსოფლიოში

სურთ ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით იცხოვრონ, შიშისა და

სიღარიბის გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში.“ ეს ფრაზა ცოტა რომ განვაზოგადოთ

გამოდის, ამ პრაგმატულ და ციფრულ საუკუნეში გზა ბედნიერებისაკენ კმაყოფილებაზე 

გადის, კმაყოფილება კი სოციალური და ფინანსური კეთილდღეობის გარეშე, ცოტა

ძნელი მისაღწევია.



ბედნიერება ქართულად


2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ

ჩატარებული კვლევის მიხედვით ბედნიერი 

ქვეყნების სიაში საქართველო134-ე ადგილზეა.

თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ჩვენზე 

უბედური ქვეყნებიც არსებობენ.

იყო დრო, ჩვენთან ბატონობდა აზრი, რომ გზა  

გულისკენ კუჭზე გადის...ეს ბატონი პან გი მუნის

მოსაზრების ბედნიერებისკენ გზა

კეთილდღეობაზე გადის, ქართული-ხალხური

ვარიანტია. 

სამწუხაროდ, ორივე ვარიანტი, ძველიც და

ახალიც, ფინანსურ კეთილდღეობას 

უკავშირდება, რაც ჩვენთის ისევ ოცნების სფეროა. 


რა გვქონდა და რა-არა.


ქორწინებამდე, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ერთ-ერთ 

შეხვედრაზე მითხრა: „მთავარია ერთმანეთთან კომუნიკაცია, რაც შეგვაწუხებს ყველა

თემაზე საუბარი.“ „სუულ ლაპარაკის“ პირობაც მივეცით ერთმანეთს.  

ოჯახური ცხოვრების სირთულეებისგაჩენისთანავე დაგვავიწყდა, რომ, უბრალოდ, უნდა 

დავმსხდარიყავით და გველაპარაკა. კინკლაობებიც  გაგვიხშირდა. 


ჩვენ არ გვქონდა ბევრი ფული, რომ ყოველ ჩხუბზე ახალი საჩუქარი შეგვეძინა

ერთმანეთისთვის. 

არ გვქონდა სახლი იმ ქალაქში, სადაც მას სურდა ცხოვრება და მუშაობა.

არ გვქონდა, საკუთარი საწოლიც კი, არა თუ მაცივარი და სარეცხი მანქანა(დედაქალაქში).



გვქონდა:


სიყვარული

რამდენიმე ათეული ადამიანის კეთილგანწყობა ჩვენი ახალი ოჯახის მიმართ.

გვქონდა იმედი.

გვქონდა სურვილი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო.

გვქონდა ერთად-ერთი კომპიუტერი, რომელიც ერთი წლის შემდეგ 

მოგვპარეს.

კიდევ, გვქონდა (უნდა გვქონოდა) კომუნიკაცია-ერთმანეთთან საუბარი, რომელსაც 

აღარ ვიყენებდით.

და მივხვდი რაში იყო გამოსავალი- ცოტა მეტი კომუნიკაცია.

დღეს თბილისში სახლი ისევ არ გვაქვს, მაგრამ გვყავს სამი შვილი და თითქმის ყველა

აუცილებელი ნივთი. ნივთები, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს,  ვერასდროს ვერ შეცვლის

ერთმანეთთან და ბავშვებთან ურთიერთობის ბედნიერებას.

ჩვენ კომუნიკაციამ გადაგვარჩინა. 



კომუნიკაციის ძალა უძლეველია. 

რაღა დაგვრჩა ბედნიერების ძიებაში?- კომუნიკაცია. 


ადამიანური კომუნიკაცია - წრფელი ურთიერთობა, ყოველგვარი წინასწარ 

დაგეგმილი „მარკეტინგის“ და ქვეტექსტების გარეშე. კეთილგანწყობილ, ერთმანეთის 

მოსმენაზე და არა-  მხოლოდ თავის მოწონებაზე აგებულ საუბარს ვგულისხმობ.

ინფორმაციის გაცვლას, მსჯელობას და პრობლემის ასე მოგვარებას, თუ პრობლემა

არსებობს.

კომუნიკაციას ასეთს:














ან თუნდაც ასეთს:






ბედნიერება ჩვენში


ბედნიერება აბსტარქტული ცნებაა და რაც არ უნდა განვაზოგადოთ, მინიმუმ ორი

პერსონის კონკრეტიკამდე დადის. ქვეყნის „ბედნიერებას სტატუსს“ ინდივიდის

ბედნიერება განსაზღვრავს, ხოლო ინდივიდის ბედნიერება წყვილის ბედნიერებაზეა

დამოკიდებული.
თუმცა ადამიანი არჩევანში თავისუფალია- თუ სურვილი აქვს, 

მარტოსაც შეუძლია იყოს ბედნიერი.ვიტყვი

ტრადიციულ ტანდემს- ქალი და 

მამაკაცი (ვისაც ვინ გაეხარდება, ის

დააყენოს საპირისპირო 

მხარეს). რატომღაც მახსენდება  მარკესის

„სიყვარული ჟამიანობის დროს“...

სოციალური ფონიც ერთგვარი

„ჟამიანობაა“ 

ადამიანური გრძნობებისთვის. სიღარიბე რომ კარიდან შემოდის, სიყვარული 

ფანჯრიდან გადის და მოყვარული ცოლ-ქმარიც აღარ ეტევა ცულის ტარზე.

ასეთ დროს ურთიერთობის გადარჩენის და ბედნიერების შენარჩუნების მხოლოდ 

ერთი შანსი არსებობს-კომუნიკაცია!  


ეს ის არის, რასაც შეუძლია "ჩაანაცვლოს" ძვირფასი საჩუქრები: 



ყვავილები, სუნამოები, შოკოლადები, ძვირფასეულობა, ბრენდირებული  

ტანსაცმელი და რომანტიული საღამოები.