пятница, 20 марта 2015 г.





ბედნიერება „ჟამიანობის“ დროს  


„ქალთა დღეები  რომ იყო, მამამ თაიგული მომიტანა და შენ რატომ არ გქონდა 

ყვავილები?- ეს შეკითხვა მეზობლის ხუთი წლის გოგონამ დამისვა.  მისი დილა წითელი

აბაზანის ხალათით და მძიმე მაკიაჟით იწყება, რომლის ლოგიკური დაბოლოება ასევე

წითელი  ფრჩხილის  ლაქია.

და ვხედავ, როგორ იზრდება(ზრდიან) მასში ყოველდღიურად ქალი.




იმ პრობლემებს და სულიერ მდგომარეობასაც  ვხედავ, რაც მას მომავალში შეიძლება

ელოდებოდეს: მაგალითად თუ ლამაზი თაიგული არავინ აჩუქა ან ძვირფასი სუნამოს 

ყიდვა თავად ვერ მოახერხა. თუ ზარდახშა ლამაზი სამკაულებით(თუნდაც

იაფფასიანით), ხოლო კარადა- ლამაზი ფესხაცმელებით არ იქნება სავსე...


მე მართლაც არ მქონდა ყვავილები. . ჩემთვის ბედნიერების საზომი ყვავილები  

არ არის. მაგრამ ჩემზე, ასაკით თითქმის შვიდჯერ პატარა გოგომ ერთ რამეზე მაინც

ჩამაფიქარა.  რაა ის, რასაც შეუძლია "ჩაანაცვლოს" ძვირფასი საჩუქრები: 

ყვავილები,სუნამოები, შოკოლადები, ძვირფასეულობა, ბრენდირებული ტანსაცმელი და 

რომანტიული საღამოები. ჩაანაცვლოს, თანაც ისე, რომ „სულიერი სიმაძღრის“ და

ბედნიერების განცდა დატოვოს? 

                         

ბედნიერების სამეფო

გუშინ ბედნიერების
საერთაშორისო დღე ყოფილა. 
ინფორმაციისათვის

ცოტა „წავივიკიპედიე“ და „წავიგუგლე“.  თურმე  „ბედნიერების დღე“ 2013 წელს გაერომ

დაარსა და მას შემდეგ ოფიციალურად აღინიშნება. ამ დღის დაწესების ინიციატივით

გაეროს ბჰუტანის სამეფომ მიმართა, რადგან სწორედ ბჰუტანის სამეფოს

მაცხოვრებლები მიიჩნევიან მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანებად. სავარაუდოდ,

ამ „მიჩნევამდე“ გაეროს ეგიდით სიციოლოგიური გამოკითხვა ან მსგავსი კვლევა

ჩატარდა „მსოფლიო ბედნიერებაზე“, სადაც პირველ ადგგილზე ბჰუტანელები გავიდნენ.

მოკლედ, გაეროს წევრმა 193 ქვეყნის წარმომადგენელმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი

„ბედნიერების დღის“ აღნიშვნას და.... „იქმნა ნათელი “ - 2013 წლიდან საშინელი

სისხლისმღვრელი ომებით, სტრესით, დაძაბულობით და უდროობით სავსე მსოფლიო

ბედნიერების დღეს აღნიშნავს. რა თქმა უნდა, როგორც უკეთესი მომავლის და

მომავალი  ბედნიერების იმედს.


რაც შეეხება ბჰუტანს. ის  ტიბეტისა და ჩრდილოეთ ინდოეთის შუაში მდებარეობს და

სამყაროსგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვეტილ ადგილად ითვლება. იგი 1970 წელს

გაწევრიანდა გაეროში. ბჰუტანის სამეფოში 1999 წლამდე ინტერნეტი და  ტელევიზია

აკრძალული იყო. მხოლოდ ბოლო ათწლეულში დაჰბერა დემოკრატიის და 

ტექნოლოგიურმა სიომ.
სამეფო ცნობილია მრავალფეროვანი და პირველყოფილი

ბუნებით და საინტერესო ტურისტული ბიზნესით. ტურისტებთან დაკავშირებით იქ

დღემდე გარკვეული შეზღუდვებია, თვითეულმა ტურისტმა სამეფოში შესვლის

საფასურად წინასწარ უნდა გადაიხადოს 200$ და დაჯავშნოს სასტუმრო აუცილებლად

სამ პერსონაზე...

ფაქტია, ამ სამეფოს მაცხოვრებლებს ბედნიერების ბევრი საბაბი არა აქვთ, 

სამაგიეროდ აქვთ ბედნიერეის გაასმაგებული განცდა.ბჰუტანური ბედნიერების

რეალური მოტივი ჩემთვის ამოუცნობი დარჩა. 


ასეთია ყველაზე ბედნიერი ადამიანების  სამეფო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აღნიშნა, „ადამიანებს მთელ მსოფლიოში

სურთ ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით იცხოვრონ, შიშისა და

სიღარიბის გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში.“ ეს ფრაზა ცოტა რომ განვაზოგადოთ

გამოდის, ამ პრაგმატულ და ციფრულ საუკუნეში გზა ბედნიერებისაკენ კმაყოფილებაზე 

გადის, კმაყოფილება კი სოციალური და ფინანსური კეთილდღეობის გარეშე, ცოტა

ძნელი მისაღწევია.



ბედნიერება ქართულად


2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ

ჩატარებული კვლევის მიხედვით ბედნიერი 

ქვეყნების სიაში საქართველო134-ე ადგილზეა.

თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ჩვენზე 

უბედური ქვეყნებიც არსებობენ.

იყო დრო, ჩვენთან ბატონობდა აზრი, რომ გზა  

გულისკენ კუჭზე გადის...ეს ბატონი პან გი მუნის

მოსაზრების ბედნიერებისკენ გზა

კეთილდღეობაზე გადის, ქართული-ხალხური

ვარიანტია. 

სამწუხაროდ, ორივე ვარიანტი, ძველიც და

ახალიც, ფინანსურ კეთილდღეობას 

უკავშირდება, რაც ჩვენთის ისევ ოცნების სფეროა. 


რა გვქონდა და რა-არა.


ქორწინებამდე, ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ერთ-ერთ 

შეხვედრაზე მითხრა: „მთავარია ერთმანეთთან კომუნიკაცია, რაც შეგვაწუხებს ყველა

თემაზე საუბარი.“ „სუულ ლაპარაკის“ პირობაც მივეცით ერთმანეთს.  

ოჯახური ცხოვრების სირთულეებისგაჩენისთანავე დაგვავიწყდა, რომ, უბრალოდ, უნდა 

დავმსხდარიყავით და გველაპარაკა. კინკლაობებიც  გაგვიხშირდა. 


ჩვენ არ გვქონდა ბევრი ფული, რომ ყოველ ჩხუბზე ახალი საჩუქარი შეგვეძინა

ერთმანეთისთვის. 

არ გვქონდა სახლი იმ ქალაქში, სადაც მას სურდა ცხოვრება და მუშაობა.

არ გვქონდა, საკუთარი საწოლიც კი, არა თუ მაცივარი და სარეცხი მანქანა(დედაქალაქში).



გვქონდა:


სიყვარული

რამდენიმე ათეული ადამიანის კეთილგანწყობა ჩვენი ახალი ოჯახის მიმართ.

გვქონდა იმედი.

გვქონდა სურვილი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო.

გვქონდა ერთად-ერთი კომპიუტერი, რომელიც ერთი წლის შემდეგ 

მოგვპარეს.

კიდევ, გვქონდა (უნდა გვქონოდა) კომუნიკაცია-ერთმანეთთან საუბარი, რომელსაც 

აღარ ვიყენებდით.

და მივხვდი რაში იყო გამოსავალი- ცოტა მეტი კომუნიკაცია.

დღეს თბილისში სახლი ისევ არ გვაქვს, მაგრამ გვყავს სამი შვილი და თითქმის ყველა

აუცილებელი ნივთი. ნივთები, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს,  ვერასდროს ვერ შეცვლის

ერთმანეთთან და ბავშვებთან ურთიერთობის ბედნიერებას.

ჩვენ კომუნიკაციამ გადაგვარჩინა. 



კომუნიკაციის ძალა უძლეველია. 

რაღა დაგვრჩა ბედნიერების ძიებაში?- კომუნიკაცია. 


ადამიანური კომუნიკაცია - წრფელი ურთიერთობა, ყოველგვარი წინასწარ 

დაგეგმილი „მარკეტინგის“ და ქვეტექსტების გარეშე. კეთილგანწყობილ, ერთმანეთის 

მოსმენაზე და არა-  მხოლოდ თავის მოწონებაზე აგებულ საუბარს ვგულისხმობ.

ინფორმაციის გაცვლას, მსჯელობას და პრობლემის ასე მოგვარებას, თუ პრობლემა

არსებობს.

კომუნიკაციას ასეთს:














ან თუნდაც ასეთს:






ბედნიერება ჩვენში


ბედნიერება აბსტარქტული ცნებაა და რაც არ უნდა განვაზოგადოთ, მინიმუმ ორი

პერსონის კონკრეტიკამდე დადის. ქვეყნის „ბედნიერებას სტატუსს“ ინდივიდის

ბედნიერება განსაზღვრავს, ხოლო ინდივიდის ბედნიერება წყვილის ბედნიერებაზეა

დამოკიდებული.
თუმცა ადამიანი არჩევანში თავისუფალია- თუ სურვილი აქვს, 

მარტოსაც შეუძლია იყოს ბედნიერი.ვიტყვი

ტრადიციულ ტანდემს- ქალი და 

მამაკაცი (ვისაც ვინ გაეხარდება, ის

დააყენოს საპირისპირო 

მხარეს). რატომღაც მახსენდება  მარკესის

„სიყვარული ჟამიანობის დროს“...

სოციალური ფონიც ერთგვარი

„ჟამიანობაა“ 

ადამიანური გრძნობებისთვის. სიღარიბე რომ კარიდან შემოდის, სიყვარული 

ფანჯრიდან გადის და მოყვარული ცოლ-ქმარიც აღარ ეტევა ცულის ტარზე.

ასეთ დროს ურთიერთობის გადარჩენის და ბედნიერების შენარჩუნების მხოლოდ 

ერთი შანსი არსებობს-კომუნიკაცია!  


ეს ის არის, რასაც შეუძლია "ჩაანაცვლოს" ძვირფასი საჩუქრები: 



ყვავილები, სუნამოები, შოკოლადები, ძვირფასეულობა, ბრენდირებული  

ტანსაცმელი და რომანტიული საღამოები.



















Комментариев нет:

Отправить комментарий