четверг, 12 марта 2015 г.


ელისო გოლეთიანი:

„ასი მოტივაცია ცვლილებებისთვის“




მისთვის ცვლილებაა, მანძილი A  პუნქტიდან B პუნქტამდე და გზაში დროებითი  შესვენება,  C პუნქტისკენ მიმართულების ასაღებად. თუმცა, დამიჯერეთ, რომ „დროებითი შესვენება“, მისი ცხოვრების პუნქტებს შორის, ჯერ არ ყოფილა. 
ის ამ საუკუნეზე უფრო მობილური ქალია!
როცა, კითხავრი გადავუგზავნე, სასაცილო შეკითხვით დავიწყე-შენზე მიამბე...
პასუხიც მივიღე, როგორსაც ველოდი:
რა გიამბო???  არის რამე რაც არ ვიცით  ერთმანეთზე? თუმცა, ჩვენ    დაგვიგროვდა  ამბები  და შეხედელებები, რომლიც  ჯერაც არ გვიამბია ერთმანეთისთვის. წლები  ადამიანებს  გვცვლის...“
არადა, ელისო გოლეთიანი არ შეცვლილა. სულ ასეთი იყო- იდეური, აქტიური და მოტივირებული. მას ნახავდით ყველგან გამოფენებზე, კონცერტებზე, თათბირებზე, „მაღალი საზოგადოების“ შეკრებებს და „პანკების“ თაშეყრის ადგილას ერთნაირი ინტერესით მიიჩქაროდა. იგი ხატავს, ლექსებს წერს, ფოტოებს იღებს, ქარგავს, ქსოვს, კერავს.... მოკლედ, მას ყველაფერი შეუძლია.
მან იმდენჯერ და ისე წარმატებულად შეცვალა საკუთარი ცხოვრება, უკვე დრო იყო, სხვების ცხოვრებაზეც ეფიქრა.  
* * *
ელისო გოლეთიანი: ხოლოდ ქალზე ან მხოლოდ  მამაკაცზე მსჯელობა არ მიყვარს:   არც პროფესიების დაყოფა მიყვარს  ქალურად და მამაკაცურად.მთელი ბავშვობა მინდოდოდა მოქანდაკე გამოვსულიაყავი,  ბავშვობა  ის დროა, როცა ფემინისტურ  შეხედულებებზე და  გენდერულ თანასწორობაზე არ ფიქრობ.უბრალოდ, მომწონდა ეს პროფესია. გახსოვს,  ქუთაისში  მოქანდაკეების პლენერზე 1 კვირით პროფესია რომ შევიცვალე?  მაინტერსეებდა  ელექტრო საჭრეთელით -„ბარგალკით“   გრანიტს თუ მოვერეოდი. არამგონი,ა ქალი  ვინმეზე ნაკლები იყოს  ომში და  შრომაში .
საერთოდ  მიყვარს, როცა ადმიანი მრავალმხრივადაა რეალიზებული.
ქალი-ბარიკადებზე და ქალი- სამზარეულოში,  ქალი  შვილებთან  და ოჯახში და ქალი საზგადოებაში. რატომღაც პირველ რიგში ბარკადები გამახსენდა...ანუ ქალი უნდა იყოს მებრძოლი.მე როგორი ქალი ვარ??? -ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.“
* * *
სულაც არაა ჩვეულებრივი. პროფესიით ჟურნალისტმა, თანაც საკმაოდ წარმატებულმა და ცნობილმა ჩვენს პატარა ქალაქში-ქუთაისში, უცებ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში თემის მობილიზატორად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ცვლილებები კიდევ უფრო რადიკალური გახდა-პროფესიასთან ერთად საცხოვრებელი ქალაქიც შეიცვალა. ცნობილი პარფიუმერული ფირმის ზონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა, თანაც ქუთაისიდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლიურ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და მალევე საკრედიტო ექსპერტად დაიწყო მუშაობა. დამავიწყდა დამეწერა, რომ ერთხელაც არ გაჩერებულა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ისე გახდა მეუღლე და ორი შვილის დედა.
 მას ჰგონია,ჟურნალისტი დიდიხანია აღარ არის,პასუხად გამოგზავნილ  წინადადებებში კი ისევ მძაფრად  იგრძნობა „ყოფილი პროფესია“, რადგან პროფესია,ყოფილი არ არსებობს...
ელისოს მხოლოდ ჟურნალისტის დიპლომი აქვს. უბრალოდ, ფინანსისტის და მენეჯერის უნარები, ნიჭი აღმოაჩნდა და, რაც უფრო მთავარია, განვითარების სურვილი. როგორც თავად ამბობს, პროფესია კი არა, ადამიანის  შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს  ცვლილებებისა და  რეფორმების მოთხოვნილება. მნიშვნელობა არა აქვს, ქალი იქნება თუ კაცი.“
იხსენებს, როცა CHF International-ში  სოფელ-სოფელ დადიოდა სათემო  კრებების ჩასატარებლად. ხან წვიმდა, ხან  თოვდა.ის კი  ერთად შეკრებილ მოსახლეობას უკეთესობის იმედს აძლევდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა. ასე მიიღო არაფორმალური განათლება მენეჯმენტში პრაქტიკის დახმარებით.
* * *

ელისო გოლეთიანი: საინტერესოა, როცა ადამიანებს ეხმარები ჯერ ოცნებაში, მერე ოცნებების  მიზნებად დასახვაში და ბოლოს   მათ განხორციელებაში. ეს ხელოვნებაა! ჟურნალისტის   პროფესიიდან სწორედ
CHF-ში გადავუხვიე- რაკი დრო  და თვითგანვითარების საშუალება მქონდა  ვკითხულობდი ინფორმაციებს  ეკონომიკაზე , მარკეტინგზე, ბიზნესის დაგეგმავასა და მართვაზე. საერთო ჯამში ამ ორგანიზაციაში 45 -მდე პროექტი მაქვს  ორგანიზებული.  ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო:   ასე  ვთქვათ , მენეჯმენტის
საფუძვლები  პრაქტიკაში შემომესწავლა.  CHF-ში
განხორციელებული საქმეებიდან მეამაყება მაღალმთიან აჭარაში ორი  აგრო-ტურისტული სოფლის-გობრონეთისა და  ნიგოზეულის   პროექტების წამოწყება და განხორციელება.   ამ სოფლებში ჩვენ 6 საოჯახო სასტუმრო დავაფინანსეთ:  გარდა ამისა მარკეტინგული კუთხითაც გავუწიეთ დახმარება :   სოფლის ლოკალური დღესასწაული „სელიმობა“ რეზონანსული გავხადეთ. 

* * *  

შარშან კი დაჯდა და, როგორც თავად მიამბო, 100 სურვილი-ოცნება ჩამოწერა. 100 სურვილი -100 მოტივია.
რაც მეტია სურვილი, მოტივაციაც მატულობს. რაც მეტია მოტივაცია, მეტია ცვლილების სურვილიც.
თქვენ გგონიათ, ერთი სიცოცხლისთვის 100 ბევრია?-სულაც არა!
მე მჯერა, რომ ის ასივეს აისრულებს. ერთ- ერთი უკვე ახდენილია-ცოტა ხნის წინ მან პატარა, მაგრამ წარმატებაზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყო- სოციალური საწარმო „ელისაბედი“ დააარსა. 
ეს კიდევ ერთი რადიკალური ცვლილება იყო. წლების მანძილზე საკუთარი ცხოვრების ცვლილებით დაკავებულმა ქალბატონმა, სხვა ქალბატონების ცხოვრების ცვლილებაზე დაიწყო ზრუნვა.
ამ პროექტზე საუბარი ერიდება, როგორც „საკუთარზე“. მიაჩნია, პროექტები და კარგი საქმეები ყოველთვის ადამიანების ჯგუფს უკავშირდება და ინდივიდუალურად მხოლოდ პოეტები წერენ ლექსებს.


* * *
ელისო გოლეთიანი:„სოციალური საწარმო  „ელისაბედი“  ჩემი და ელისო გეგენავას  პროექტია.  ყველაფერი ძალიან შემთხვევით დავიწყეთ. დიზაინი  ჩემი დიდი ხნის  ჰობია. ელისო გეგნავა ამ საქმით პრაქტიკულადაა დაკავებული.ერთხელ ერთმანეთს შევხვდით  და წავიოცნებეთ. ამ საუბრიდან ერთ კვირაში  ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“  გამოაცხადა კონკურსი სოციალური საწარმოების დაფინასებაზე. ჩვენ განაცხადი დავწრეთ და დაგვაფინანსეს.   გრანტის ფარგლებში მოგვცეს:  საქარგავი, საქსოვი, საკერავი დაზგები და  საოფისე ავეჯი კომპიუტერული ტექნიკითურთ.  ჩვენი საწარმოს მიზანია  განვავითაროდ ხელითნაკეთობებისა და სუვენირების წარმოება საქართველოში.  ჩვენს საწარმოს „ელისაბედი“ ჰქვია.  ხელითნაკეთობების ინდუსტრიის განვითარება,  ვფიქრობ, კარგი საქვყენო საქმეა. როცა ტურიზმის პრიორიტეტულობაზე ვსაუბრობთ, არა უნდა დაგვავიწყდეს ტურიზმის თანმდევი ინდუსტრიების   მხარდაჭერა.   ჩვენ გვინდა, ეს ინდუსტრია ძირითადად, სოფლებში გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ.
* * *
ზუსტად იცის, ვერავინ ვერ შეცვლის ვერც პიროვნებას და ვერც სიტუაციას,თუ ცვლილება ადამიანებმა საკუთარი თავით, შიგნიდან არ დაიწყეს. მისი აქტივობა, სოციალური საწარმო„ელისაბედი“ მხოლოდ ხელშეწყობა და რჩევაა ქალბატონებისთვის, რომლებსაც ცვლილებები სურთ და სჭირდებათ...რჩევა კი უფასო დახმარებაა, რომელსაც გვთავაზობენ და ვთავაზობთ ხოლმე.

* * *
სოციალური საწარმო „ელისაბედის“სამოქმედო არეალი ქუთაისი და წყალტუბოა. საწარმოს მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ჩაბმა ხელთნაკეთობების ინდუსტრიაში და მათში სამეწარმეო უნარების დანერგვა.

პროექტის მენეჯმენტს ახორციელებს ოთხი ქალბატონი. პირველ წელს საწარმოში 10-15, ხოლო სტაჟირების კურსს გაივლის 50-80 ქალი.„ელისაბედიზრუნავს წყალტუბოში, გუმბრინის თემში მცხოვრები ქალების დასაქმებაზე. მათი პროფესიული უნარების ამაღლებაზე, გადამზადებასა და ახალი პროფესიის სწავლებაზე.

 საწარმოს ბენეფიციართა უმრავლესობა  შეზღუდული შესაძლებლობების და სოციალურად დაუცველი  არიან. მათი დასაქმებით ხელთნაკეთობების საწარმოში, მოხდა ქალბატონების სოციუმში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათი ყოფის, სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება და დამატებითი შემოსავლის თავმოყრა პროექტის მონაწილეთა ოჯახებში.ხოლო ამ ქალბატონების მიერ დამზადებულ პროდუქციაზე იქნება ლეიბლი წარწერით: „დამზადებულია საქართველოს სოფლებში.“

გარდა იმისა, რომელისაბედზე  და მის წარმატებულ მენეჯერზე ბევრი ქალბატონის ბედი, სოციალური მდგომარეობა და ფინანსური დამოუკიდებლობაა დამოკიდებული, დავამატებ, იქ მართლა ულამაზეს, ხარისხიან და საოცრად გემოვნებიანი ნივთებს ქმნიან. შეიძლება მათ საქმიანობას პირობითადქალები ქალებისთვის" ვუწოდოთ, რადგან, პირველ ეტაპზე, ელისაბედშიქალბატონების ტანისამოსი და აქსესუარები იქსოვება და იქარგება. ამ დღეებში პირველი დიდი შეკვეთაც მიიღეს და წარმატების იმედიც გაუორმაგდათ.

სხვაგვარად შეუძლებელია, ელისო ხომ თავის კომპანიონებს ჯერ ოცნებაში დაეხმარა, მერე სურვილების მიზნად დასახვაში, ახლა კი ყველა ერთად იხდენს ოცნებას. ზოგი ასიდან-პირველს, ზოგიც, შეიძლება, პირველს ან ერთად-ერთს...


Комментариев нет:

Отправить комментарий