понедельник, 9 марта 2015 г.

მიხარია!

საქართველოს გაეროს ასოციაციამ და ახალი ამბების ინტერნეტ გამოცემა- www.civill.ge ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. ოლიკო ცისკარიშვილთან და ბექა გაბადაძესთან ერთად, ეს პატივი მე- მაგდა ჩინიჯიშვილსაც მხვა წილად.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა პროექტი COBERM .ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინეტერნეტ-რესურსი  www.opinion.civil.ge, სადაც ნებისმიერ ბლოგერს შეეძლო საკუთარ ბლოგზე უკვე გამოქვეყნებული მასალის ატვირთვა.  ბლოგ-პოსტების თემატიკა მრავალფეროვანი გახლდათ: გენდერი, ადამიანის უფლებები, ეკოლოგია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.
დაახლოებით 50 ავტორიდან, მკითხველთა მოსაზრებების და გაეროს ასოციაციის შეფასებების საფუძველზე შეირჩა სამი გამარჯვებული. ისინი სერთიფიკატებით და სამახსოვრო, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


Комментариев нет:

Отправить комментарий